„კონკურენციის სააგენტოს“ მიერ გამოვლენილ სამართალდარღვევებზე ჯარიმის სახით ბიუჯეტმა 40 ლარი მიიღო

2019 წლის იანვარ-მარტში საქართველოს ნაერთ ბიუჯეტში ჯარიმა-საურავებიდან 44,713,968 ლარის შემოსულობის მობილიზება მოხდა. აქედან, 20,787,378 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო 23,926,589 - ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტში შევიდა.

სახელმწიფო ხაზინის ცნობით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო დაკისრებული სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) 36,008,184 ლარი იყო.

მათ შორის, „კონკურენციის სააგენტოს“ მიერ გამოვლენილ სამართალდარღვევებზე დაკისრებული სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) შემოსავალმა იანვარ-მარტში 40 ლარი შეადგინა. 2018 წელს კი ეს მაჩვენებელი 2,877,129 ლარი იყო.

ცნობისთვის, ნაერთი ბიუჯეტი საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების კონსოლიდირებული ბიუჯეტია, რომელიც არ ექვემდებარება არცერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას.

თაია არდოტელი