დონალდ ტრმაპი -  ჩინეთთან შეთანხმება ისტორიული იქნება

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩინეთთან მიმდინარე სავაჭრო მოლაპარაკებების შედეგიანად დასრულების შემთხვევაში ეს ისტორიული და მონუმენტალური მოვლენა იქნება.

„მოლაპარაკებები შეთანხმებაზე მიდის კარგად. მე ვიტყოდი კიდეც, რომ ძალიან კარგად. ვნახოთ, რა მოხდება მომდევნო დღეებში. ჩვენ ვუახლოვდებით ისტორიულ და მონუმენტალურ შეთანხმებას“, - განაცახდა ამერიკის ლიდერმა თეთრ სახლში სლოვაკეთის პრემიერ მინისტრთან შეხვედრისას.

ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ, „თუ შეთანხმება მიღწეული იქნება“, ეს ამერიკულ მხარეს აწყობს.

მანვე აღნიშნა, რომ ევროკავშირიდან ავტომობილების იმპორტზე გადასახადებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. „ჩვენ ვკარგავთ 181 მილიარდს წლიურად. ვნახოთ, რა იქნება ავტომობილების საბაჟო ტარიფებზე. ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია ამ საკითხზე“ - დასძინა მან.

კოკა კვირკველია