ნორვეგიის სახელმწიფო საპენსიო ფონდმა (იგივე ნორვეგიის სანავთობო ფონდი), რომელიც გახლავთ კეთილდღეობის ყველაზე მსხვილი ფონდი მსოფლიოში 1 ტრილიონი დოლარის აქტივებით, 2019 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შემოსავალი მიიღო. შემოსავალი გაიზარდა მის ფასიან ქაღალდებში IT-კომპანიების მხრიდან ინვესტიციების აქტიური ზრდის შედეგად.
როგორც ფონდის ანგარიშშია ნათქვამი, იანვარი-მარტის განმავლობაში ფონდმა 738 მილიარდი ნორვეგიული კრონის (84,15 მილაირდი დოლარი) შემოსავალი მიიღო, რაც ფონდის არსებობის 23-წლიან ისტორიაში ყველაზე მაღალი შემოსავალია.
აღსანიშნავია, რომ ფონდმა 2018 წელს პირველად ბოლო შვიდი წლის განავლობაში ზარალი ნახა.