შინაგან საქმეთა სამინისტრომ მართვის მოწმობაზე მინიჭებულ ქულათა 2019 წლის 1-ლი კვარტლის მონაცემები გამოაქვეყნა.
როგორც სტატისტიკიდან ირკვევა, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში მთელი ქვეყნის მასშტაბით 3 ადამიანს სრულად ამოეწურა 100 ქულა. რაც შეეხება რეგიონებს, მართვის მოწმობაზე მინიჭებულ ქულათა სრულად ამოწურვის შემთხვევები დაფიქსირდა - სამეგრელო-ზემო სვანეთის, შიდა ქართლისა და აჭარის მუნიციპალიტეტებში.
ამასთან, უწყების ცნობით, საანგარიშო პერიოდში მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულები ჯამში, 129,269 პირს დააკლდა. აქედან, ყველაზე მეტ - 42 273 ადამიანს დააკლდა ქულები თბილისში; მას მოსდევს ქვემო ქართლი - 15 798 პირით. მხოლოდ ერთ ადამიანს კი ქულები რაჭა-ლეჩხუმში დააკლეს.