პარლამენტი 2030-ის „ეკონომიკის განვითარების დოკუმენტის“ შემუშავებაზე მუშაობს

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2030-ის „ეკონომიკის განვითარების დოკუმენტის“ შემუშავებაზე მუშაობს.

ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

„უწყების პრიორიტეტები მინისტრების მისვლა-მოსვლაზე ასე არ უნდა იყოს დამოკიდებული. მინისტრები მოდიან და პოლიტიკური ფიგურები არიან, შესაბამისად, მათ შეიძლება შეცვალონ სტრატეგიული ნაბიჯები, მაგრამ არა ძირითადი სვლა. ასევე მნიშვნელოვანია გვქონდეს მასშტაბური დოკუმენტი - ეკონომიკის განვითარების სტრატეგია. ცუდია, რომ ამაზე ახლა ვსაუბრობთ, რაღაც სტრატეგიული გეგმები არსებობს, მაგრამ უფრო მყარ საფუძველზე მდგომი დოკუმენტი გვჭირდება, რომლის განვითარების მისეულ ხედვებსაც წარმოადგენენ მინისტრები.

ძალიან მალე დავიწყებთ ამ დოკუმენტზე მუშაობას. მინდა 2030-ის დოკუმენტი გავაკეთო და თავი მოვუყარო ძალიან ბევრ ხედვას. სხვადასხვა დოკუმენტი არსებობს, რომელსაც მინდა ერთი ისეთი დოკუმენტის ფორმა მიეცეს, რომელიც ჩვენი გუნდის გამარჯვების შემთხვევაში ყველასთვის სახელმძღვანელო გახდება. ხოლო სამინისტროების ხელმძღვანელებს, ვინც მოვა - ქობულია იქნება, ნათია თუ სხვა, შევეკითხებით თუ როგორ ფიქრობენ ამის უკეთესად გაკეთებას,“-აღნიშნა კაკულიამ.

თაია არდოტელი