რომან კაკულია გეგმავს, კომიტეტს სახელი შეუცვალოს

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია გეგმავს, კომიტეტს სახელი შეუცვალოს.

ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისივე თქმით, ახალი სახელწოდება „ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი“ იქნება.

კაკულიამ გადაცემაში ისაუბრა ეკონომიკის განვითარების ერთ მასშტაბურ დოკუმენტზე, რომლის შემუშავებაც სურს. კერძოდ, მისი თქმით, ეს იქნება 2030-ის „ეკონომიკის განვითარების დოკუმენტი“.

„ძალიან მალე დავიწყებთ ამ დოკუმენტზე მუშაობას. მინდა 2030-ის დოკუმენტი გავაკეთო და თავი მოვუყარო ძალიან ბევრ ხედვას. სხვადასხვა დოკუმენტი არსებობს, რომელსაც მინდა ერთი ისეთი დოკუმენტის ფორმა მიეცეს, რომელიც ჩვენი გუნდის გამარჯვების შემთხვევაში ყველასთვის სახელმძღვანელო გახდება. ხოლო სამინისტროების ხელმძღვანელებს, ვინც მოვა - ქობულია იქნება, ნათია თუ სხვა, შევეკითხებით თუ როგორ ფიქრობენ ამის უკეთესად გაკეთებას,“-აღნიშნა კაკულიამ.

თაია არდოტელი