WIZZ AIR საჰაერო ტრანსპორტის დაჯილდოვებაზე წლის ავიაკომპანიად დასახელდა

Wizz Air ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ყველაზე დაბალბიუჯეტიანი და ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია გახდა. კერძოდ, საჰაერო ტრანსპორტის დაჯილდოებაზე Wizz Air 2019 წლის ავიაკომპანიად დასახელდა.

Wizz Air-ის ინფორამციით, ეს ერთადერთი საერთაშორისო პრიზია, რომელიც საჰაერო ტრანსპორტის ყველა ძირითად კატეგორიას შორის საუკეთესოს ენიჭება. ჯილდო სტივენ ჯონსს, Wizz Air უნგრეთის მმართველ დირექტორსა და მთლიანად კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს გადაეცა.

"2019 წლის საჰაერო ტრანსპორტის დაჯილდოება საბერძნეთში, კერძოდ იკალიში, Hermes - საჰაერო ტრანსპორტის ორგანიზაციასა და ATN - საჰაერო ტრანსპორტის სიახლეებთან პარტნიორობით ჩატარდა. კორპორატიული ჯილდოს ჟიური საჰაერო ინდუსტრიის ყველაზე ცნობილი წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული:

  • ჰენრიკ ჰოლელეი, ჟიურის თავმჯდომარე და მობილურობისა და ტრანსპორტის გენერალური დირექტორი
  • ჯეფ პულე, CANSO - გენერალური დირექტორი
  • რობერტ დეილონი, Hermes - საჰაერო ტრანსპორტის ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი
  • ჩარლზ შლამბერგერი, საჰაერო ტრანსპორტის წამყვანი სპეციალისტი მსოფლიო ბანკში

იკალიში, დაჯილდოვების ცერემონიალზე საუბრისას, სტივენ ჯონსმა აღნიშნა: “დღეს Wizz Air კიდევ ერთ მნიშვნელოვან მიღწევას აღნიშნავს. პატივი გვაქვს დასახელებული ვიყოთ წლის ავიაკომპანიად. ეს ჯილდო ვიზის გუნდის დიდი შრომის, ჩვენი მომხმარებლების ლოიალურობისა და ნდობის და პარტნიორების მუდმივი მხარდაჭერის შედეგია. Wizz Air-მა ყველა ადამიანისთვის ახალი შესაძლებლობა მოიტანა - ეფრინათ ხელმისაწვდომ ფასად მსოფლიოს გარშემო და ეს ჯილდო კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ჩვენ სწორი გზით მივდივართ. Wizz Air განაგრძობს სიახლეებისა და ინოვაციების დანერგვას მუშაობის პროცესში და უზრუნველყოფს შესაძლებლობას ყველასთვის, რომ ცხოვრება მოგზაურობით უფრო სრულყოფილი და ლამაზი გახადონ“, - ნათქვაია ავიაკომპანიის განცხადებაში.

როგორც დოქტორმა კოსტას იატრომ, 2019 წლის საჰაერო ტრანსპორტის დაჯილდოვების პრეზიდენტმა განაცხადა, - “საჰაერო ტრანსპორტის დაჯილდოვება ამ ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე საპატიო და მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. მნიშვნელოვანია ყოველთვის ვაღიაროთ და დავაფასოთ საუკეთესო ავიაკომპანია და მათთან ერთად ვიზეიმოთ ეს წარმატება. ვულოცავ Wizz Air-ს ამ ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვან აღიარებას.“