სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 363-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროვნული ბანკი ავრცელებს.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 113 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.570 პროცენტით, მაქსიმალური - 6.610 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 6.580 პროცენტით განისაზღვრა.