ფოთის ცენტრალურ კულტურისა და დასვენების პარკს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
ქალაქ ფოთის მერის პირველი მოადგილის, კონსტანტინე თოფურიას განცხადებით, პროექტის ფარგლებში გამწვანების, ლანდშაფტური დიზაინის სამუშაოების ჩატარება არის დაგეგმილი. მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, რამდენიმე დასასვენებელი ბაქანი და გაკეთდება საბავშვო მოედნები. მისივე ინფორმაციით, რეკონსტრუქცია ჩაუტარდება არსებულ შადრევანს და დამატებით ახალი შადრევნის მოწყობაც იგეგმება. ტერიტორიაზე ღია სასცენო ნაგებობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება და ატრაქციონები მოეწყობა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 3 500 000 ლარს შეადგენს.