ზედმეტად აჟიტირება ხდება ჩემი ვიზიტის და ჩამოსვლის თუ არ ჩამოსვლის, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა"ინტერპრესნიუსს" ანაკლიაში ვიზიტის კომენტირებისას განუცხადა.
კითხვაზე, თავისი ინიციატივით ესტუმრა მინიტრი ანაკლიას თუ კონსორციუმმა მიიწვია, ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ის ანაკლიას სამეგრელოში რამდენიმე ობიექტის დათვალიერების ფარგლებში ეწვია.
„მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა დამეთვალიერებინა ობიექტი, მომავალი პორტის ადგილი და განხორციელებული სამუშაოები. ეს ყველაფერი არაერთხელ გვაქვს სხვადასხვა პრეზენტაციების დროს ნანახი და დღეს უკვე ადგილზე ვნახე. მადლობა კონსორციუმს მოწვევისთვის, " -აცხადებს ცქიტიშვილი.
მისივე თქმით, თანამშრომლობა კონსორციუმთან და ინვესტორებთან აქტიურია.
„პროექტი მთლიანობაში მთავრობის ინიციატივაა და ჩემი ჩამოსვლით თუ არჩამოსვლით ეს გადაწყვეტილება არ იცვლებოდა. მე დეტალური ინფორმაცია მაქვს პროექტთან დაკავშირებით. წაკითხული მაქვს კონტრაქტი. მაქვს საკმაოდ ღრმა ცოდნა და ინფორმაცია. ჩემი ჩამოსვლით თუ არჩამოსვლით ჩემი შთაბეჭდილებები პროექტის მიმართ არ იცვლება,"-განაცხადა მინისტრმა.
ცნობისთვის, ეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის პირველი სტუმრობაა ანაკლიაში. მან პორტის ტერიტორია შესაბამისი ეკიპირებით დაათვალიერა.