ანაკლიის კონსორციუმის დირექტორი - 4 საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი არის მობილიზებული, რომ პროექტში 400 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელოს

4 საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი არის მობილიზებული, რომ პროექტში 400 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელოს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა განუცხადა.

ახვლედიანმა აღნიშნა, რომ გასულ კვირას გამართულ შეხვედრაზე ყველა მხარის მხრიდან შეთანხმების მზაობა გამოითქვა.

„მოლაპარაკებები ძალიან მნიშვნელოვანია პროექტისთვის. გასულ კვირას შედგა შეხვედრა და ყველა მხარის მხრიდან გამოითქვა მზაობა და სურვილი შეთანხმებისა და კომპრომისისკენ. 13 მაისს იგეგმება შემდეგი შეხვედრა ინვესტორებთან,"-განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

ამასთან, ლევან ახვლედიანის თქმით, კონსორციუმი ყველაფერს აკეთებს, რომ ვადაში ჩაეტიოს.