9 მაისთან დაკავშირებით, ომის ვეტერანებს ფინანსური დახმარება გაეწიათ

თბილისის მერიის „ომის ვეტერანთა დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფინანასური დახმარება გადაურიცხა.

თბილისის მერიის ცნობით, ომის ვეტერანების გარდა, 9 მაისთან დაკავშირებით, პირად ანგარიშზე ერთჯერადი ფინანსური დახმარება მეორე მსოფლიო ომში მარჩენალდაკარგულ პირებსაც ჩაერიცხათ.

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებმა 600 ლარი, ხოლო მარჩენალდაკარგულებმა 300 ლარი მიიღეს.

დღეისათვის თბილისში ომის 190 ვეტერანია რეგისტრირებული.