კორპორაცია Microsoft-ი შეიმუშავებს პროგრამას აშშ-ში საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად. ამის შესახებ Associated Press-ს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა სატია ნადელმა განუცხადა.
როგორც ირკვევა, პროგრამის ვერსია, რომელმაც მიიღო სამუშაო სახელწოდება - ElectionGuard, ტესტირებისთვის უკვე ზაფხულის დასაწყისისთვის იქნება მზად. AP-ის მტკიცებით, პროგრამის პირველი ნამდვილი გამოყენება უკვე 59-ე საპრეზიდენტო არჩევნებზე მოხდება, რომელიც 2020 წლის 3 ნოემბერს გაიმართება.
თეთრ სახლში აღნიშნულზე კომენტარს ჯერ არ აკეთებენ და აცხადებენ, რომ „საიდუმლო გეგმებზე“ ისინი არ საუბრობენ.