ყველანი ვთანხმდებით, რომ ის რეფორმები, რაც გატარდა და ის ინიციატივები, რისი რეალიზაციაც ხდება დღეს, არის წინგადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისკენ, რომ ჩვენ მივიღოთ უფრო კონკურენტუნარიანი ეკონომიკა. მივიღოთ ისეთი ტიპის ეკონომიკის ზრდა, რომელიც საქართველოს თოთოეულ მოქალაქეს შეეხება,- ამის შესახებ პრმიერმა მამუკა ბახტაძემ ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პრემიერი შეხვედრას დადებითად აფასებს.
"დღეს გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა ბიზნეს ასოციაციასთან. ვისაუბრეთ იმ საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ, რომელიც უკვე იხილება პარლამენტში, ვისაუბრეთ იმ ინიციატივების შესახებ, რომელსაც ჩვენ უახლოეს მომავალში დავაანონსებთ, რომლის მთავარი მიზანია, რომ საქართველოში მივიღოთ უფრო სწრაფი ეკონომიკური ზრდა, შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილები. კერძო სექტორის მხრიდან მოვისმინეთ საინტერესო მოსაზრებები, მათ შორის, საინტერესო იდეები, რომელიც ვფიქრობ, აუცილებლად გახდება ჩვენი საკანონმდებლო ბაზის ნაწილი. ყველანი ვთანხმდებით, რომ ის რეფორმები, რაც გატარდა და ის ინიციატივები, რისი რეალიზაციაც ხდება დღეს, არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ, იმისკენ, რომ ჩვენ მივიღოთ უფრო კონკურენტუნარიანი ეკონომიკა, მივიღოთ ისეთი ტიპის ეკონომიკური ზრდა, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შეეხება. ვისაუბრეთ მაკროეკონომიკურ სტატისტიკაზე, ამ ნაწილში არის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, მაგრამ ყველა ვთანხმდებით, რომ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ გვჭირდება მეტი სამუშაო ადგილები. ვისაუბრეთ განათლების რეფორმაზეც, აქ კერძო სექტორის ჩართულობა მნიშვნელოვანია",- განაცხადა პრემიერმა.