ნათია თურნავა არის ადამიანი, რომელსაც ქართული ბიზნესის წინაშე წარდგენა არ სჭირდება, - ამის შესახებ "საქართველოს ბიზნესასოციაციის" პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ " „ინტერპრესნიუსს“ ახალ ეკონომიკის მინისტრზე საუბრისას განუცხადა.
კითხვაზე, რა მოლოდინები აქვს ბიზნესასოციაციას ახალი მინისტრის მიმართ, ფხაკაძე აცხადებს, რომ ნათია თურნავა ბიზნესსექტორში დაგროვილი პრობლემების გადაწყვეტას შეძლებს.
„დარწმუნებული ვარ, მასთან ძალიან კარგი კომუნიკაცია გვექნება და ბევრი საკითხი გადაწყდება. პირადად მე ვუთხარი ქალბატონ ნათიას, რომ არის საკითხები დაგროვილი, რომელიც გადაწყვეტას ითხოვს. სწორედ ამიტომ არსებობს ჩვენი ასოციაცია, რომ პრობლემური საკითხები მივიტანოთ მინისტრებამდე. ვფიქრობთ, ქალბატონი ნათია დაგროვილი პრობლემების გადაწყვეტას შეძლებს,"-განაცხადა ფხაკაძემ.