აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთმა ამერიკასთან მიმდინარე სავაჭრო მოლაპარაკებები შეწყვიტა. ტრამპმა ეს განცხადება ფლორიდაში საკუთარ მომხრეებთან შეხვედრისას გააკეთა.
როგორც მანამდე დონალდ ტრამპი აცხადებდა, ჩინეთის ვიცე-პრემიერი ლიუ ხე ვაშინგტონში მოლაპარაკებების დასრულებისთვის ხუთშაბათს უნდა ჩაფრენილიყო. პრეზიდენტი ტრამპი ეჭვობს, რომ ჩინეთმა მოლაპარაკებები იმ იმედით დატოვა, რომ დაითანხმებს აშშ-ს უკეთეს პირობებზე იმ შემთხვევაში თუ, საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატების კანდიდატი გაიმარჯვებს.
აღსანიშნავია, რომ უკვე ხვალიდან ჩინეთიდან ამერიკაში იმპორტირებული 200 მილაირდის პროდუქციაზე ამოქმედდება 25%-იანი საბაჟო გადასახადი, რომელიც აქამდე 10%-ით იბეგრებოდა.