ახალი კარტოფილი რეგიონის ქვეყნებში ისევ ძვირდება. როგორც east fruit-ის მიერ ჩატარებულ ბაზრის კვლევაშია აღნიშული, პროდუქტის მაღალი ღირებულებით, საქართველო ლიდერის პოზიციებს არ თმობს.
კერძოდ, საქართველოში ძველი კარტოფილი 8%-ით ისევ გაძვირდა და 1კგ-ს ღირებულებამ 0,48 დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ახალ კარტოფილს, საშუალოდ, 1,11 დოლარი ღირს.
პროდუქტი ისევ გაძირდა მოლდოვაში, სადაც ძველი პროდუქტის ფასი 14%-ით გაიზარდა და 0,45 დოლარი შეადგინა, ხოლო ახალი პროდუქტის ღირებულებამ - 1,23 დოლარი.
რუსეთში ძველი კარტოფილი 0,20 დოლარი ღირს, ახლი კი 0,67 დოლარი. პოლონეთში ძველი კარტოფილის ფასი 0,39 დოლარს, ხოლო ახალი - 0,69 დოლარს შეადგენს.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, ფასების შემცირება მხოლოდ ტაჯიკეთში დაფიქსირდა, სადაც ძველი კარტოფილი 0,17 დოლარი, ახალი კი 0,32 დოლარი ღირს.