მარნეულში პირუტყვის დაცემის ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო

მარნეულის მუნიციპალიტეტში პირუტყვის დაცემის ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო. სააგენტოს ინფორმაციით, მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში, დაახლოებით 50 სული მსხვილფეხა პირუტყვის ერთდროულად დაცემის ფაქტი აღინიშნა.

“ინფორმაციის მიღებისთანავე სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის წარმომადგენლები ვითარებას გაეცნენ და ლაბორატორიული კვლევისთვის პათოლოგიური მასალის ნიმუშები აიღეს, რის შემდეგაც დადგინდება პირუტყვის დაცემის მიზეზი. მიმდინარეობს მოკვლევა, რომლის შედეგებსაც სურსათის ეროვნული სააგენტო მიღებისთანავე გაასაჯაროვებს“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.