დეზინფორმაციის გამავრცელებელი რუსული „ბოტები“, სავარაუდოდ, 241 მილიონ ევროპელს შეეხო, რაც ევროკავშირის მოსახლეობის თითქმის ნახევარია. ამის შესახებ საუბარია ახალ ანგარიშში, რომლის ფარგლებშიც სოციალური მედიის 3,5 მილიონი პოსტი გააანალიზეს. დეზინფორმაცია დაახლოებით 6 700 რუსული „ბოტის“ და ადამიანის მიერ ვრცელდებოდა, მათ შორის ევროპელი პოლიტიკოსების შესახებ.
ანგარიში მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც დეზინფორმაციების გავრცელების გამო, „ფეისბუქმა“ რუსული 21 „ფეისბუქ“-გვერდის და „ინსტაგრამ“-გვერდის გათიშვის შესახებ განაცხადა. მათ შორის სამიზნეები ავსტრია, ბალტიისპირეთის ქვეყნები, გერმანია, ესპანეთი, უკრაინა და დიდი ბრიტანეთი იყვნენ.
ასევე გათიშეს 97 რუსული ანგარიში, რომელიც დეზინფორმაციას უკრაინის შესახებ ავრცელებდა.