როგორ სახლებს ქირაობენ და ყიდულობენ თბილისში უცხოელი დიპლომატები?

თბი­ლის­ში ასო­ბით ბინა და სახ­ლია გა­ქი­რა­ვე­ბუ­ლი.

თუ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სა­ა­გენ­ტო­ე­ბის ვებგ­ვერ­დებს გა­და­ავ­ლებთ თვალს, ნა­ხავთ რომ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ათო­ბით გან­ცხა­დე­ბა იდე­ბა ბი­ნე­ბის გა­ქი­რა­ვე­ბი­სა და გა­ყიდ­ვის შე­სა­ხებ. შეხ­ვდე­ბით ნე­ბის­მი­ე­რი ფა­სის და მდგო­მა­რე­ო­ბის სა­ცხოვ­რე­ბელს, რო­გორც გა­სა­ყიდს, ასე­ვე გა­სა­ქი­რა­ვე­ბელს. გა­ქი­რა­ვე­ბის ფასი იწყე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 300 ლა­რი­დან და ადის 15000 ლა­რამ­დეც კი. მათ­გან ყვე­ლა­ზე ძვი­რად ღი­რე­ბულ ბი­ნებ­სა და სახ­ლებს ძი­რი­თა­დად უცხო­ე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი, დიპ­ლო­მა­ტე­ბი და მა­ღა­ლი რან­გის ვი­ზი­ტო­რე­ბი ქი­რა­ო­ბენ. შე­სა­ბა­მი­სად მათი მო­თხოვ­ნე­ბიც მა­ღა­ლია. ისი­ნი მზად არი­ან გა­და­ი­ხა­დონ სო­ლი­დუ­რი თან­ხა იმის სა­ნაც­ვლოდ, რომ ბინა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს ყვე­ლა მათ სა­ჭი­რო­ე­ბას და იყოს კომ­ფორ­ტუ­ლი. სა­ინ­ტე­რე­სოა, რა მო­თხოვ­ნე­ბი აქვთ ძი­რი­თა­დად და რო­გორ ბი­ნებს ქი­რა­ო­ბენ და ყი­დუ­ლე­ბენ ისი­ნი.

რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, ერთ-ერთი მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა მათი მხრი­დან არის სა­ცხოვ­რებ­ლის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა. ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ ად­გი­ლად ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი­სა და სა­ელ­ჩოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის ვაკე რჩე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით თუ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბინა არა ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩა­ზე, არა­მედ ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩას­თან ახ­ლოს, თუმ­ცა, მყუდ­რო ად­გი­ლას მდე­ბა­რე­ობს. ისი­ნი მზად არი­ან, მსგავს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 4-ოთა­ხი­ან ბი­ნა­ში გა­და­ი­ხა­დონ 8000 ლა­რიც, თუ იგი აკ­მა­ყო­ფი­ლებს მათ მო­თხოვ­ნებს.

დიპ­ლო­მა­ტე­ბი, რომ­ლებ­საც დიდი ეზო­თი კერ­ძო სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის ქი­რა­ო­ბა სურთ, უპი­რა­ტე­სო­ბას ანი­ჭე­ბენ დიდ დი­ღომ­ში, თბი­ლი­სის შე­მო­სას­ვლელ­ში „თბი­ლი­სი მო­ლის“ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ და­სახ­ლე­ბას.

რო­გო­რია მათი მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნე­ბი? - მათი დიდი ნა­წი­ლის­თვის უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ხედი და სიმწვა­ნე. გა­დატ­ვირ­თუ­ლი სა­მუ­შა­ოს შემ­დეგ, მათ სჭირ­დე­ბათ ისე­თი კომ­ფორ­ტი, რა­საც მხო­ლოდ პრე­მი­უმ კლა­სის ბი­ნე­ბი აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ. ისი­ნი მზად არი­ან გა­და­ი­ხა­დონ მეტი და მათ მიერ ნა­ქი­რა­ვებ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში რე­მონ­ტი იყოს გა­კე­თე­ბუ­ლი უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის მა­სა­ლით, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი იყოს უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი პარ­კინ­გით. ასე­ვე რო­გორც წესი, დიპ­ლო­მა­ტე­ბი და ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი ქი­რა­ო­ბენ სახ­ლს, სა­დაც უსაფრ­თხო­ე­ბა უმაღ­ლეს დო­ნე­ზეა, და­ყე­ნე­ბუ­ლია ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბი, მათი მო­თხოვ­ნით, სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუსს უნდა ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს კონ­სი­ერ­ჟი.

ამას­თან, მა­ღა­ლი დო­ნის სამ­სა­ხუ­რებ­ში და­საქ­მე­ბულ უცხო­ე­ლებს ნა­ქი­რა­ვებ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში სჭირ­დე­ბათ დიდი სივ­რცე, აუ­ცი­ლებ­ლად დიდი და ნა­თე­ლი ოთა­ხე­ბით, ასე­ვე ბი­ნას უნდა ჰქონ­დეს მი­ნი­მუმ ერთი დიდი აი­ვა­ნი. რომ აღარ­ფე­რი ვთქვათ გა­მარ­თულ ლიფტ­ზე, თბო­ი­ზო­ლი­ა­ცი­ა­სა და მწვა­ნე ხე­დებ­ზე. და რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მთელს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუს­ში უსაფრ­თხო­ე­ბის ყვე­ლა ზომა უნდა იყოს და­ცუ­ლი, მათ შო­რის ხან­ძარ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მაც.

ცალ­კე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი უცხო­ე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე წლით არი­ან ჩა­მო­სუ­ლი თბი­ლის­ში, სა­ცხოვ­რე­ბელ ფარ­თებს ყი­დუ­ლო­ბენ კი­დეც. მათი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა, დღეს­დღე­ო­ბით თბი­ლის­ში, ძა­ლი­ან ცოტა სა­ცხოვ­რე­ბელ კომ­პლექსს შე­უძ­ლია, თუმ­ცა, არის ტენ­დენ­ცია, რომ უცხო­ე­ლებს უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მსგავ­სი ბი­ნე­ბის ფარ­თო არ­ჩე­ვა­ნი ჰქონ­დეთ. ასე მა­გა­ლი­თად, 2020 წლი­დან ზემო ვა­კე­ში დას­რულ­დე­ბა „მა­რაბ­და ჰილ­სის“ კომ­პლექ­სის მშე­ნებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა ყვე­ლა იმ სა­ჭი­რო პი­რო­ბით, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია უსაფრ­თხოდ და კომ­ფორ­ტუ­ლად ცხოვ­რე­ბის­თვის. მით უფრო, რომ აღ­ნიშ­ნულ კომ­პლექსში იყი­დე­ბა რო­გორც 35 კვ. მეტ­რის ფარ­თო­ბის ბი­ნე­ბი, ასე­ვე 400 კვ მეტ­რამ­დე ფარ­თო­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თე­ბი ყვე­ლა­ნა­ი­რი კომ­ფორ­ტით.