აღმაშენებლის გამზირი 2016 წელს განახლდა. რეაბილიტაცია 47 შენობას ჩაუტარდა. მათი აბსოლუტური უმრავლესობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
პროექტი 30 მილიონ ლარამდე დაჯდა და მან ქუჩასთან ერთად, ეზოები, სახლები და სადარბაზოები მოიცვა. Palitravideo.ge დაინტერესდა, რა მდგომარეობაა თბილისის უძველეს უბანში რეაბილიტაციიდან 3 წლის შემდეგ.