თბილისის მუნიციპალიტეტს დაფინანსება ეზრდება

თბილისის მუნიციპალიტეტს დაფინანსება ეზრდება, - ამის შესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბახტაძემ დედაქალაქის მერიას გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

„თბილისის მუნიციპალიტეტს ვუზრდით დაფინანსებას. რამდენიმე დღის წინ ჩვენ კახა კალაძესთან ერთად გვქონდა პრეზენტაცია და როგორც შევპირდით საზოგადოებას, ჩავანაცვლებთ ძველ პარკს, ყვითელ ავტობუსებს ახალი ავტობუსებით. ამასთან, მომავალი წლიდან დავიწყებთ ელექტროავტობუსების შემოყვანას. ამ ნაწილში თბილისის მერიამ მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია და მე მსურს მადლობა ვუთხრა მათ“,- განაცხადა ბახტაძემ.