გორში ძლიერი სეტყვა და წვიმაა. სეტყვა ქალაქის ერთ ნაწილში და რამდენიმე სოფელში დაფიქსირდა. ზარალის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
,,ჯერჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია სეტყვის შედეგად მიყენებული ზიანის თაობაზე, ამ წუთებში ქალაქის შემოვლას ხდება, რომ უხვი ნალექის შედეგად წარმოქმნილმა ნიაღვრებმა რომელიმე მონაკვეთზე პრობლემები არ შექმნას, ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია“, - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.