წუხანდელმა გადაუღებელმა წვიმამ კახეთში პრობლემები შექმნა.
გურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ საავტომობილო მაგისტრალზე ალაზანი მიედინება. გურჯაანის მერის ინფორმაციით, უამინდობის დროს მდინარე ალაზანი ადიდდა. შედეგად, დატბორილია აღნიშნულ მიმართულებით რამდენიმე მონაკვეთი და სასოფლო- სამეურნეო სავარგულები.
„გადაუღებელმა წვიმამ მდინარე ალაზანის ადიდება გამოიწვია. მე როგორც მეუბნებიან, წყალშია მოქცეული ვენახები და ერთწლიანი კულტურები. ამ პერიოდში ძირითადად საზამთროს ბაღები და სიმინდია. ჯერჯერობით ზარალის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს“, - აღნიშნა გურჯაანის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვის განმავლობაში უხვი ნალექის გამო, გურჯაანი- ლაგოდეხის საავტომობილო გზა ერთხელ უკვე დაიტბორა.