რას აკეთებს სახელმწიფო მოქალაქეთა უცხოეთში დასაქმებისთვის - ქვეყნები, სადაც ლეგალურად მუშაობაა შესაძლებელი

„ჩვენ ვართ ორგანიზაცია, რომელიც ცირკულარული მიგრაციით დასაქმებას უწყობს ხელს უცხოეთში“ - ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ბეზარაშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტში ჩართვა შეუძლიათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც წელიწადში ორჯერ, სააგენტოს მომზადება-გადამზადების კურსებს გადიან.

„მომზადება/გადამზადების კურსები გვაქვს წელწიადში ორჯერ ასაკის შეუზღუდავად. ერთ კურსს ახლა ვამთავრებთ ზაფხულში და უკვე სექტემბერში მეორეს დავიწყებთ. არის 2-დან 4 თვემდე მოკლევადიანი კურსები და ის მოქალაქეები, რომლებიც ამ კურსებს გაივლიან, სარგებლობენ ჩვენი სერვისით და შეუძლიათ უცხოეთში ლეგალურად დასაქმება.

„მიგრაციის საერთაშრისო ფონდთან აქტიურად ვთანამშრომლობთ. მაგალითად, პოლონეთიდან იყო დამსაქმებელი ჩამოსული, ნახა როგორ ფლობენ ხელობას, შეარჩია ვინც სჭირდებოდა - შემდუღებლები თუ სხვა კადრები, წაიყვანა და დაასაქმა. აღსანიშნავია, რომ ჩვენ წინასწარ ვიცით ამ დროს სად უნდა იცხოვრონ ჩვენმა მოქალაქეებმა, როგორია მათი დაზღვევის პაკეტი. ცირკულარული მიგრაცია გულისხმობს, რომ როგორც კი გავა ვადა, რაც 6 თვიდან 3 წლამდე პერიოდს მოიცავს, ის აუცილებლად უნდა დაბრუნდეს საქართველოში.

როგორც აღვნიშნე პოლონეთზე უკვე გავედით, ასევე მიდის მიმართულება ჩეხეთთან, გერმანიასთან და სხვადასხვა ქვეყნებთან. ვცდილობთ ეს სერვისები კიდევ უფრო განვითარდეს.

რაც შეეხება სტატისტიკას, პირველი ჯგუფები 30 ადამიანამდეა წასული და საკმაოდ კარგი შედეგი იყო. შესაბამისი სამმართველოც ჩამოყალიბდა ჯანდაცვის სამინისტროში, რომელიც უფრო აქტიურად მუშაობს მიგრაციის საკითხებზე. 1-ლი ივნისიდან კი ჩვენი სამსახურიც იცვლის სახეს და ცალკე სიპად იქმნება დიდი დასაქმების სამსამხური, რის შემდეგაც უფრო მეტი შესაძლებლობლები გვექნება,“-განაცხადა ბეზარაშვილმა.

თაია არდოტელი