"ეკონომიკის სამინისტრო იქნება სანიმუშო"

მე ვხედავ ამოცანებს, რომლებიც გვაქვს მისაღწევი და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მთავრობისთვის მისაღებ ტემპს არათუ არ ჩამოვრჩეთ, არამედ ჩვენი სამინისტრო იყოს სანიმუშო, იყოს დრაივერი ამ თვალსაზრისით,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გადაცემა „ფორბსის კვირასთან“ ინტერვიუში.

ნათია თურნავას განცხადებით, ყველა სამთავრობო გეგმას შესრულების სხვადასხვა ვადა აქვს.

„კონკრეტული დარგობრივი თუ ქვედარგობრივი სტრატეგიები პროფილური სააგენტოების მიერ გადაიხედება. ეს გეგმები, მართალია, აქამდეც იყო დეტალურად გაწერილი, მაგრამ ისინი განახლდება. ყველა გეგმას ეყოლება პასუხისმგებელი პირი, რომელიც პასუხს აგებს მის შესრულებაზე. ყველა ამ გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი კი პირადად მე ვიქნები“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.