ტუნისის ხელისუფლება არ აპირებს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს, ვინაიდან როგორც თავად აცხადებენ, ის წინააღმდეგობაში მოდის მათი ფერმერებისა და თავად ქვეყნის ინტერესებთან.
ამის შესახებ ტუნისის პრემიერ-მინისტრმა იუსეფ შაჰედმა განაცხადა.
„ჩვენ გარანტირებულად ვაცხადებთ, რომ ხელშეკრულების ამოქმედების გრაფიკი ჯერ არ არის შეთანხმებული. ტუნისის ფერმერებისა და მეთევზეების ინტერესის საწინააღმდეგოდ ხელშეკრულების ხელმოწერა არ მოხდება. ნებისმიერი შეთანხმება უნდა ითვალისწინებდეს ტუნისისა და ევროკავშირის განვითარებას შორის სხვაობას. ჩვენ უნდა მივიღოთ ზომები ტუნისის სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად“, - აღნიშნა ქვეყნის ხელისუფალმა, ტუნისის სოფლის მეურნეობის ეროვნულ დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას.
ცნობისთვის, ტუნისი და ევროკავშირი ამ დროისთვის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების ბოლო სტადიაზე არიან. მისი დასრულება 2019 წლის ბოლოსთვის იყო დაგეგმილი.