ტაქსის ლიცენზიის მქონე მძღოლებზე 1-ელი მარტიდან დღემდე თეთრად გადაღებვის 382 ვაუჩერია გაცემული.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შესაბამისი მომსახურების გაწევაზე ტენდერში გამარჯვებული კომპანიის, შპს “ალმას“ დირექტორმა გიორგი ტრაპაიძემ განუცხადა.
ტრაპაიძის თქმით, ამ დროისთვის ღებვის ვაუჩერი გაანაღდა და ავტომობილი თეთრად შეღება მხოლოდ 78-მა მძღოლმა.
რაც შეეხება პროგნოზებს, მოესწრება თუ არა დადგენილ ვადებში თბილისში რეგისტრირებული ტაქსების თეთრად გადაღებვის პროცესი, კომპანია "ალმას" დირექტორი ამბობს, რომ თუ მძღოლები "დროულად მიმართავენ, ყველა ავტომობილის შეღებვა იქნება შესაძლებელი".
ცნობისთვის, თბილისის მერიის მიერ დაგეგმილი ტაქსის რეფორმის მეორე ტალღა 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან დაიწყება. ამ პერიოდიდან, დედაქალაქში მოძრავი ყველა ტაქსი თეთრი ფერის უნდა იყოს.
ინფორმაციით, თბილისში 29 505 ლიცენზირებული ტაქსია.