მარწყვის სეზონი აქტიურ ფაზაში შედის. როგორც East fruit-ი წერს, გასულ კვირას ბაზრის კვლევამ აჩვენა, რომ რეგიონის ქვეყნების უმრავლერსობაში პროდუქტი ისევ გაიაფდა. ამის მიზეზი კი იმპორტირებული პროდუქტის ადგილობრივით ჩანაცვლებაა.
მათივე ინფორმაციით, რეგიონის ქვეყნებს შორის, მარწყვი ყველაზე მეტად საქართველოსა და მოლდოვაში გაიაფდა. კერძოდ, საქართველოში პროდუქტის ფასი 26%-ით შემცირდა და 1კგ-ს ღირებულებამ 2, 19 დოლარი შეადგინა (ერთი კვირით ადრე - 2,96 დოლარი ღირდა). მოლდოვაში კი პროდუქტი 1,96 დოლარი ღირს (მანამდე 2,79 დოლარი ღირდა).
პროდუქტი 6%-ით ისევ გაიაფდა უკრაინაშიც, სადაც მარწყვი საშუალოდ, 2, 67 დოლარი ღირს. ფასის კლების ტენდენცია შენარჩუნდა პოლონეთშიც, აქ 1 კგ პროდუქტი 2, 09 დოლარი ღირს, 1 კვირით ადრე კი, 2,23 დოლარი ღირდა.
როგორც east fruit წერს, მარწყვი მხოლოდ რუსეთისა და ტაჯიკეთში არ გაიაფებულა. რუსეთში პროდუქტის ფასმა 3,83 დოლარი შეადგინა. ეს მაშინ, როდესაც 1 კვირით ადრე 3,06 დოლარი ღირდა. ხოლო ტაჯიკეთში პროდუქტი 28%-ით გაძვირდა და 1 კგ-ს ღირებულებამ 0,96 დოლარი შეადგინა (მანამდე 0,74 დოლარი ღირდა).