კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულ ფერმერებს ბანკები და საფინანსო ორგანიზაციები გარკვეულ შეღავათებს გაუწევენ. აღნიშნულ შეთანხმებას საბანკო სექტორის წარმომადგენლების და კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის შეხვედრისას მიაღწიეს.
როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თითოეული ფერმერის საკითხს შესაბამისი ბანკი განიხილავს, რის მიხედვითაც მოხდება კრედიტების გადავადება.
„შევხვდი რეგიონში არსებულ საბანკო სექტორის და საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. შეხვედრაზე აღინიშნა იმ პრობლემების შესახებ, რაც რეგიონში სტიქიის შემდეგ გარკვეული კატეგორიის ფერმერებს შეექმნათ. მათი მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, რომ ინდივიდუალურ რეჟიმში იქნება განხილული ყველა ფერმერის საქმე“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.