11 მაისს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, პოლონეთის მოქალაქე პ.ჯ-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი (TRAMAL (TRAMADOL) - 10 აბი.) გამოავლინეს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, აღნიშნულზე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონული სამმართველო სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით აწარმოებს.