ჩინეთი 1-ლი ივნისიდან ამერიკიდან იმპორტირებულ 5 ათასი დასახელების პროდუქციაზე, რომელთა მოცულობა 60 მილიარდი დოლარია, საპასუხო საბაჟო გადასახდელებს აწესებს.
როგორც ქვეყნის საბაჟო კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, აღნიშნული ზომები ამერიკის მხრიდან 200 მილიარდის პროდუქციაზე საბაჟო ტარიფის 10%-დან 25%-მდე გაზრდის პასუხად მიიღეს.
როგორც უწყების განცხადებაში წერია, 2 493 პროდუქტის შემთხვევაში საბაჟო ტარიფი 25%-მდე, ხოლო 1 078-ზე - 20%-მდე გაიზრდება, 974 დასახელების პროდუქტზე ტარიფი - 10%, მეოთხე ჯგუფის დარჩენილ 595 პროდუქციაზე კი მხოლოდ - 5% იქნება.
შეგახსენებთ, რომ როგორც ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 5 მაისს განაცხადა, 10 მაისიდან 200 მილიარდის ჩინურ პროდუქციაზე აქამდე არსებული 10%-იანი საბაჟო ტარიფის 25%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება ძალაში შედიოდა, ვინაიდან აშშ-ჩინეთის სავაჭრო მოლაპარაკებების პროცესი შენელებული იყო.