ინტერნეტ-რითეილერმა კომპანიამ Amazon-მა ყუთების შესაფუთად რობოტების გამოყენება დაიწყო. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.
კომპანია მის რამდენიმე საწყობში რობოტ-მფუთავებს უკვე იყენებს. ისინი პროდუქციის სკანირებას ახდენენ და შეკვეთას ამზადებენ. მათი სისწრაფის მაჩვენებელია 600-დან 700-მდე ყუთი საათში, რაც 4-5-ჯერ მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი თანამშრომლის სისწრაფე. კომპანია მსგავსი რობოტების სხვა საწყობებში გამოყენებასაც განიხილავს.
მიუხედავად იმისა, რომ ერთი რობოტი 1 მილიონი დოლარი ღირს, კომპანია გეგმავს მათი რაოდენობა მომდევნო ორი წლის განმავლობაში გაზარდოს.
ახალ ტექნოლოგიას ადამიანის მუშა-ხელის შემცირება მოჰყვება, ერთი ასეთი რობოტი 24-მდე მუშახელის სამუშაოს აკეთებს. მისი მასიური დანერგვა კი შტატებში განლაგებულ Amazon-ის 55 საწყობში 1 300 თანამშრომლის დათხოვნას გამოიწვევს. თუმცა, კომპანიაში ამის კომპენსირების იმედი აქვთ.