იხსნება ახალი კონცეფციის პედიატრიული ქირურგიის ცენტრი, რომელიც აერთიანებს მშობლისა და ბავშვის მოთხოვნებს, შესაბამისად, მკურნალობისა და მომსახურების უმაღლეს ხარისხს და კომფორტს. პედიატრიული ქირურგიის ცენტრის გახსნა ივლისში, დიღომში, ლუბლიანას ქუჩა N36-ში იგეგმება.
„სინერჯი კაპიტალის“ ცნობით, საქართველოში მსგავსი კონცეფციის ბავშვთა კლინიკა ამ ეტაპზე არ არსებობს. ქვეყნიდან გაუსვლელად მშობლებს ეძლევათ შესაძლებლობა ჩაუტარონ ბავშვებს, 3 – 15 წლის ჩათვლით, მაღალი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტების, ქირურგიული მომსახურება ისეთ კლინიკაში, სადაც დახვდებათ სასიამოვნო გარემო და სასტუმრო ტიპის კომფორტი. კლინიკაში ძირითადი მიმართულებები იქნება: ზოგადი ქირურგია, ტრავმატოლოგია, ორთოპედია, უროლოგია და ოტორინოლარინგოლოგია.
ცენტრის დირექტორის, მერაბ ბურჭულაძის განცხადებით, პარტნიორობის მოტივაცია პირველ რიგში სინერჯიში არსებულ კვალიფიცირებულ და სანდო გუნდთან თანამშრომლობა გახდა. ეს პარტნიორობა კლინიკას დაეხმარება ხარისხიანი და სანდო მომსახურება გახადოს ხელმისაწვდომი უფრო მეტი მომხმარებლისთვის.