ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას მოსმენა პარლამენტის ჟიული შარტავას სახელობის დარბაზში გაიმართება, რომელიც ამ ეტაპზე, პარლამენტის სხვა დარბაზებისგან განსხვავებით, პირდაპირი ტრანსლირებისთვის საჭირო აპარატურით აღჭურვილი არ არის. შესაბამისად, შეხვედრა პირდაპირი ეთერით ვერც პარლამენტის ვებ-გვერდიდან გადაიცემა.
თავდაპირველად ითქვა, რომ შეხვედრა კინოდარბაზში შედგებოდა, თუმცა როგორც „ინტერპრესნიუსს“ დეპუტატმა ლევან კობერიძემ განუცხადა, საბოლოოდ, შეხვედრის ადგილად შარტავას სახელობის დარბაზი შეთანხმდა. მან აქვე აღნიშნა, რომ გადაღებისა და “ფეისბუქ ლაივის“ განხორციელების შესაძლებლობა ნებისმიერ დაინტერესებულ ჟურნალისტს ექნება.
ქობულია პარლამენტში დეპუტატთა ჯგუფის მოწვევით მიდის. ყოფილ მინისტრთან შეხვედრა 15 მაისს, 13:00 საათზეა დანიშნული.