აშშ-ში ყველაზე ძვირად ღირებული ყავა სან-ფრანცისკოში იყიდება და მისი ფასი ფინჯანზე 75 დოლარია.
როგორც ტელეკომპანია CNN იუწყება, ყავის ამ სახეობას Elida Geisha Natural ეწოდება. კომპანიამ Klatch Coffee მისი თესლები რეკორდულად ძვირად 0,45 კგ-ზე 803 დოლარად შეიძინა პანამაში გამართულ აუქციონზე. მისი მოხალვის შემდეგ კი ფასი 1,2 ათას დოლარამდე გაიზარდა.
ამასთან, Klatch Coffee-მ ამ ყავის მხოლოდ 5 კგ შეიძინა. ჯამში კი აუქციონზე, რომელიც გასულ წელს გაიმართა, გასაყიდად გამოტანილი იყო ამ ექსკლუზიური ყავის 45 კგ.
„ეს ყავა არ გავს სხვებს. ის არ არის გადახალული და მას ვხალავთ როგორც ძველად“ - განაცხადა Klatch Coffee-ის დამფუძნებელმა ბოო ტიარამ. მისივე განცხადებით, აღნიშნული სახეობის ყავა შტატებში არავის აქვს.
აღსანიშნავია, რომ კომპანია ამ ყავის მარცვლებს ინტერნეტითაც ყიდის და 18 გრამის ღირებულება ამ შემთხვევაშიც 75 დოლარია.