რაში ხარჯავენ ყველაზე მეტ ფულს ვიზიტორები საქართველოში

2019 წლის 1-ელ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 1.2 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 15.2 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, ვიზიტზე საშუალო ხარჯი წინა წელთან შედარებით 16.1 პროცენტით შემცირდა და 889.7 ლარი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტ ფულს ვიზიტორები საკვებსა და სასმელში ხარჯავენ. კერძოდ, მიმდინარე წლის 1-ლი კვარტლის მონაცემებით, საკვებსა და სასმელზე საშუალო ხარჯმა ვიზიტზე 232.9 ლარი შეადგინა. მეორე ადგილს, 228.9 ლარით განთავსება იკავებს, 165.2 ლარით კი მესამე ადგილზე გართობაა.

რაც შეეხება სხვა ხარჯებს, სტატისტიკური მონაცემებით საყიდლებზე გაწეული საშუალო ხარჯი ვიზიტზე - 117.3 ლარი; ხანგრძლივ მოხმარების საგნებზე - 66.9 ლარი, ადგილობრივ ტრანსპორტზე - 64.5 ლარი, ძვირფას ნივთებზე 0.7 ლარი; ყველა სხვა ხარჯი კი 13.2 ლარია.