"ბილაინი" მომხმარებელს სთავაზობს ახალ ინტერნეტპაკეტებს კიდევ უფრო კარგი პირობებით

"ბილაინი", საერთაშორისო ჯგუფის „ვიონი“ წევრი, მომხმარებელს სთავაზობს ინტერნეტპაკეტებს განახლებული პირობებით.

კომპანიის ცნობით, დღეიდან მომხმარებელი შეძლებს შეიძინოს:

  • 2 GB 5 ლარად
  • 4 GB 6 ლარად
  • 10 GB 15 ლარად

"ბილაინი" მომხმარებელს სთავაზობს ინტერნეტპაკეტების დიდ არჩევანს, მორგებულს სხვადასხვა საჭიროებაზე, 3G და 4G/LTE ქსელში, მთელი საქართველოს მასშტაბით. "ბილაინის" მიზანია, რაც შეიძლება მეტ მომხმარებელს მიეცეს წვდომა ხარისხიან და ხელმისაწვდომ მობილურ ინტერნეტზე",-აცხადებენ კომპანია "ბილაინში".