თბილისის მერიის მიერ შესყიდული MAN-ის მარკის 40 ავტობუსი თბილისში ივნისის ბოლოს იქნება.
ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. რაც შეეხება 8-მეტრიან ავტობუსებს, როგორც კალაძემ აღნიშნა, 220 ერთეული ISUZU-ს მარკის ავტობუსი თბილისში წლის ბოლოსთვის შემოვა.
“იცით, რომ უკვე, რომ 90 ერთეული ავტობუსი შევისყიდეთ, ნაწილი 50 უკვე თბილისშია და ემსახურება მოსახლეობას. ხოლო დანარჩენი 40 ერთეული ივნისის ბოლომდე იქნება მოწოდებული და დაიწყებს ხაზებზე მუშაობას. რაც შეეხება 8-მეტრიან ავტობუსებს, 220 ერთეული ISUZU-ს მარკის ავტობუსი წლის ბოლოსთვის შემოვა ქალაქში. ჩვენ გვინდა მთლიანად ყვითელი ავტობუსები, რომელიც უმძიმეს მდომარეობაშია, სწრაფად იყოს ჩანაცვლებული“, - განაცხადა კალაძემ.