უფასო მომსახურება, რომელიც კვალიფიციურ ექიმთან მისასვლელ გზას ამარტივებს - რა სერვისებს სთავაზობს „მედიქოლი“ მომხმარებლებს

სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბა, ხში­რად დიდ ფი­ნან­სურ და­ნა­ხარ­ჯებ­თან ერ­თად, დიდ დის­კომ­ფორტთა­ნაც ასო­ცირ­დე­ბა. ამას­თან, თუ პა­ცი­ენ­ტმა კონ­კრე­ტუ­ლი ჩი­ვი­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, არ იცის რა პრო­ფი­ლის ექიმს მი­მარ­თოს, მხო­ლოდ სა­კუ­თარ ინ­ტუ­ი­ცი­ას ან ახ­ლობ­ლე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ებს ენ­დო­ბა. ეს კი, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, სხვა­დას­ხვა კლი­ნი­კა­ში გა­და­მი­სა­მარ­თე­ბი­თა და არას­წო­რი დი­აგ­ნო­ზის დას­მი­თაც კი სრულ­დე­ბა.

ცო­ტამ თუ იცის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობს სერ­ვი­სი, რო­მე­ლიც ყვე­ლა ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლილ პრობ­ლე­მას მხო­ლოდ ერთი სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რით აგ­ვა­რებს და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, ამას სრუ­ლი­ად უფა­სოდ აკე­თებს.

„მე­დი­ქო­ლი“ არის კომ­პა­ნია, რო­მელ­მაც მე­დი­ცი­ნის ყვე­ლა დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტი­სა და კლი­ნი­კის ერ­თი­ა­ნი სა­ინ­ფორ­მა­ციო ბაზა შექ­მნა. მის ძი­რი­თად საქ­მი­ა­ნო­ბას კი ექი­მის შერ­ჩე­ვა­ში დახ­მა­რე­ბა და მას­თან ვი­ზიტ­ზე ჩა­წე­რის ორ­გა­ნი­ზე­ბა წარ­მო­ად­გენს.

კონ­კრე­ტუ­ლად რა მომ­სა­ხუ­რე­ბას სთა­ვა­ზობს „მე­დი­ქო­ლი“ მომ­ხმა­რებ­ლებს და რა იყო სერ­ვი­სის შექ­მნის მთა­ვა­რი მო­ტი­ვა­ცია - ამ და სხვა სა­კი­თხებ­ზე კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნებ­ლებს, ირაკ­ლი ჩი­ტი­აშ­ვილ­სა და ვახ­ტანგ ალი­ო­ხინს ვე­სა­უბ­რეთ.

- რო­დის და რა­ტომ გაჩ­ნდა იდეა, რომ მსგავ­სი მომ­სა­ხუ­რე­ბა სა­ქარ­თევ­ლო­ში და­გე­ნერ­გათ?

ვახ­ტანგ ალი­ო­ხი­ნი: იდეა და­ახ­ლო­ე­ბით, 2013 წელს გაჩ­ნდა, მას შემ­დეგ, რაც ექიმ­თან მი­სას­ვლე­ლი ურ­თუ­ლე­სი გზა ჩვენც არა­ერ­თხელ გა­ვი­ა­რეთ. სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა ალ­ბათ, ყვე­ლას დაგ­ვჭირ­ვე­ბია და იმის­თვის, რომ შენ­თვის სა­ჭი­რო ექიმს მი­აგ­ნო, ათას­გვარ ხერ­ხს მი­მარ­თავ, ეკი­თხე­ბი ნაც­ნო­ბებს, მე­გობ­რებს, ნა­თე­სა­ვებს, ის­მენ რე­კო­მენ­და­ცი­ებს.

თუმ­ცა სა­ბო­ლოო ჯამ­ში, შე­იძ­ლე­ბა, აღ­მოჩ­ნდეს, რომ არას­წორ ად­გი­ლას მიხ­ვე­დი. რო­დე­საც ყვე­ლა არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა გა­ვა­ა­ნა­ლი­ზეთ, ერთ დღე­საც ერ­თმა­ნეთ­თან მსჯე­ლო­ბი­სას მოგ­ვივ­და იდეა, რომ შეგ­ვექ­მნა ცენ­ტრი, რო­მე­ლიც ყვე­ლა ამ პრობ­ლე­მას მო­აგ­ვა­რებ­და და ექიმ­თან მი­სას­ვლელ გზას გა­ა­მარ­ტი­ვებ­და.

კომ­ფორ­ტი, ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა და სი­მარ­ტი­ვე - ეს ის მთა­ვა­რი პრინ­ცი­პე­ბია, რო­მელ­საც მომ­ხმა­რე­ბე­ლი ჩვე­ნი კონ­სულ­ტან­ტე­ბის­გან იღებს. აქ სა­კა­მოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქტრია ის, რომ ყვე­ლა ჩვენ ოპე­რა­ტორს სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბა აქვს და პა­ცი­ენტს ჩი­ვი­ლე­ბის შე­სა­ბა­მის ექიმ­თან ამი­სა­მარ­თებს.

- კონ­კრე­ტუ­ლად რა სერ­ვი­სებს სთა­ვა­ზობთ მომ­ხმა­რებ­ლებს?

ირაკ­ლი ჩი­ტი­აშ­ვი­ლი: მომ­ხმა­რებ­ლებს ძა­ლი­ან ბევრ სერ­ვისს ვთა­ვა­ზობთ, რო­მელ­თა­გან ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დრო­ის სწო­რი და­გეგ­მვა და ექიმ­თან ვი­ზიტ­ზე ჩა­წე­რაა. თუმ­ცა, მა­ნამ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს ექი­მის შერ­ჩე­ვა. რო­დე­საც უკვე ექი­მის სა­ჭი­ე­რო­ბა ჩნდე­ბა, ამას ახ­ლავს ძა­ლი­ან ბევ­რი კი­თხვა, ადა­მი­ან­მა არ იცის კონ­კრე­ტუ­ლად ვის­თან მი­ვი­დეს, რა და­უჯ­დე­ბა მის­თვის სა­ჭი­რო სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა და ა.შ. მას შემ­დეგ, რაც ჩვე­ნი კონ­სულ­ტან­ტე­ბი, მის­თვის სა­სურ­ველ ად­გილს, დროს და შე­სა­ბა­მი­სი პრო­ფი­ლის კლი­ნი­კას შე­ურ­ჩე­ვენ, ხდე­ბა ვი­ზიტ­ზე ჩა­წე­რა.

გარ­და ამი­სა, თუ პა­ცი­ენ­ტი კონ­კრე­ტულ ექიმს ეძებს, მაგ­რამ ის სხვა­დას­ხვა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სებ­ლე­ბა­ში მუ­შა­ობს, ჩვენ ვა­ზუს­ტებთ რო­დის, რო­მელ კლი­ნი­კა­ში იქ­ნე­ბა და ამის შე­სა­ბა­მი­სად ვწერთ პა­ცი­ენტს ვი­ზიტ­ზე.

ამას­თან, ჩვენ სულ რამ­დე­ნი­მე თვეა დავ­ნერ­გეთ ახა­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა, კერ­ძოდ, სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სე­ბის გან­ვა­დე­ბა. დღეს ძა­ლი­ან ბევრ პრო­ცე­დუ­რას არც სა­და­ზღვეო ანაზ­რა­უ­რებს და არც სა­ხელ­მწი­ფო. ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია, რომ სა­და­ზღვე­ომ 100 %-ით და­ფარს ხარ­ჯე­ბი. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, ადა­მი­ანს შე­უძ­ლია მოგ­ვმარ­თოს და და­ფი­ნან­სე­ბის მო­ძი­ე­ბა­ში და­ვეხ­მა­რე­ბით.

ეს არის უპ­რო­ცენ­ტო გან­ვა­დე­ბა, ნე­ბის­მი­ერ სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვის­ზე, ეს იქ­ნე­ბა დი­აგ­ნოს­ტი­კის თუ ოპე­რა­ცი­ის ნა­წი­ლი. ჯერჯე­რო­ბით თან­ხის ლი­მი­ტი 3000 ლა­რამ­დეა, მაგ­რამ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, თუ კერ­ძო ან სა­ხელ­მწი­ფო და­ზღვე­ვა გი­ფი­ნან­სებს 80%-ს და პი­რო­ბი­თად, 2000 ლარი მო­სა­ძი­ე­ბე­ლი გაქვს, ეს ძა­ლი­ან კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა, რომ ეტა­პობ­რი­ვად გა­და­ი­ხა­დო.

ასე­ვე გვაქვს აქ­ცი­ე­ბის პა­კე­ტე­ბი, რო­მელ­საც კლინ­კებ­თან ერ­თად ვქმნით. თუ პა­ცი­ენ­ტმა იცის რა სერ­ვი­სე­ბი სჭირ­დე­ბა, მას შე­უძ­ლია ეს პა­კე­ტი იყი­დოს და ზუს­ტად ეცო­დი­ნე­ბა ისიც, თუ რა და­უჯ­დე­ბა მომ­სა­ხუ­რე­ბა.

- რა ხდე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ პა­ცი­ენტს კონ­კრე­ტუ­ლი ჩი­ვი­ლე­ბი აწუ­ხებს, მაგ­რამ არ იცის რა პრო­ფი­ლის ექი­მს მი­მარ­თოს?

ვახ­ტანგ ალი­ო­ხი­ნი: ეს ჩვე­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია, რად­გან ნამ­დვი­ლად არის ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი და ჩვე­ნი ოპე­რა­ტო­რე­ბი მათ შე­სა­ბა­მის მი­მარ­თუ­ლე­ბას აძ­ლე­ვენ. კერ­ძოდ, ჩვე­ნი კონ­სულ­ტან­ტე­ბი მათ გა­მო­კი­თხა­ვენ ჩი­ვი­ლებს და მის­თვის სა­ჭი­რო პრო­ფი­ლის ექიმ­თან ამი­სა­მარ­თე­ბენ.

მა­გა­ლი­თად, გვქონ­და ასე­თი „ქე­ი­სი“, რო­დე­საც მა­მა­კაც­მა და­რე­კა და ჩვენს კონ­სულ­ტანტს უთხრა, რომ თა­ვის ტვი­ნის მაგ­ნი­ტურ-რე­ზო­ნან­სუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია უნ­დო­და, რო­მე­ლიც 500 ლა­რამ­დე ჯდე­ბო­და. ის ეძებ­და კლი­ნი­კას, სა­დაც ამ სერ­ვისს მი­ი­ღებ­და. ჩი­ვი­ლე­ბის მოს­მე­ნის შე­დე­გა­დად ჩვენ­მა კონ­სულ­ტან­ტმა ეჭვი მი­ი­ტა­ნა არა­სო­მა­ტურ ნევ­რო­ლო­გი­ურ და­ა­ვა­დე­ბა­ზე (ცნო­ბი­ლი რო­გორც „ნევ­რო­ზი“), რომ­ლის დრო­საც მაგ­ნი­ტურ-რე­ზო­ნან­სუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­უ­ლი კვლე­ვა არა­ე­ფექ­ტუ­რია და სუ­რათს არ იძ­ლე­ვა.

ამი­ტომ შეს­თა­ვა­ზა, რომ ჯერ გა­ევ­ლო სპე­ცი­ა­ლის­ტთან კონ­სულ­ტა­ცია, რომ­ლის მომ­სა­ხუ­რე­ბაც 40 ლარი ჯდე­ბო­და. ხოლო ამის შემ­დეგ, თუ მა­ინც იქ­ნე­ბო­და ტო­მოგ­რა­ფი­ის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა, შე­სა­ბა­მის კლი­ნი­კას შე­ურ­ჩევ­და. პა­ცი­ენ­ტმა დაგ­ვი­ჯე­რა და აღ­მოჩ­ნდა, რომ ჩვე­ნი კონ­სულ­ტან­ტის სა­ვა­რა­უ­დო დი­აგ­ნო­ზი გა­მარ­თლდა. შე­სა­ბა­მი­სად, პა­ცი­ენტს და­ე­ნიშ­ნა რამ­დე­ნი­მე პრე­პა­რა­ტით მკურ­ნა­ლო­ბა და 500 ლა­რის გა­დახ­და აღარ მო­უ­წია, რის გა­მოც ძა­ლი­ან ბევ­რი მად­ლო­ბა მი­ვი­ღეთ.

ირაკ­ლი ჩი­ტი­აშ­ვი­ლი: გარ­და ამი­სა, რო­დე­საც პა­ცი­ენტს აქვს ისე­თი ჩი­ვი­ლე­ბი, რომ­ლი­თაც არ­სე­ბობს რის­კი, რომ მას რამ­დე­ნი­მე სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა შე­ი­ძი­ლე­ბა დას­ჭირ­დეს, ვარ­ჩევთ ისეთ კლი­ნი­კას, სა­დაც ყვე­ლა ეს სერ­ვი­სი იქ­ნე­ბა. მერე სხვა­დას­ხვა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სირ­ბი­ლი რომ არ დას­ჭირ­დეს.

- შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ კონ­კრე­ტუ­ლი ჩი­ვი­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, თქვე­ნი კონ­სულ­ტან­ტე­ბი პირ­ვე­ლად დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა­საც ახ­დე­ნენ?

ვახ­ტანგ ალი­ო­ხი­ნი: ჩვენ­მა კონ­სულ­ტან­ტებ­მა დე­ტა­ლუ­რად იცი­ან სიმპტო­მე­ბის წარ­მო­მავ­ლო­ბა, ამი­ტომ იდენ­ტი­ფიც­რე­ბას ახ­დე­ნენ და პა­ცი­ენტს ამის შე­სა­ბა­მი­სად ამი­სა­მარ­თე­ბენ. შე­დე­გად ადა­მი­ანს აღარ უწევს სხვა­დას­ხვა კლი­ნი­კა­ში თუ ექიმ­თან ვი­ზი­ტებ­ზე სი­ა­რუ­ლი.

რა მო­თხოვ­ნე­ბის უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, რომ მათ­თან თა­ნაშ­რომ­ლო­ბა შედ­გეს, ამას­თან, სულ რამ­დე­ნი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბაა „მე­დი­ქო­ლის“ ბა­ზა­ში?

ირაკ­ლი ჩი­ტი­აშ­ვი­ლი: ჩვენ ძა­ლი­ან ბევ­რი კლი­ნი­კის წარ­მო­მად­გენ­ლებს ვხვდე­ბით, ბევ­რიც თა­ვად გვი­კავ­შირ­დე­ბა და ხდე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბა. გადა ამი­სა, ჩვე­ნი კონ­სულ­ტან­ტე­ბი მი­დინ ად­გილ­ზე და კლი­ნი­კე­ბი სა­კუ­თა­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის თუ ექი­მე­ბის პრე­ზენ­ტი­რე­ბას ახ­დე­ნენ. ერ­თია მშრა­ლი ინ­ფო­რამ­ცია და მე­ო­რე, რო­დე­საც ჩვენ კონ­სულ­ტან­ტე­ბი სა­კუ­ა­რი თვა­ლით ამოწ­მე­ბენ მი­ღე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას.

ამ დრო­ის­თვის, და­ახ­ლო­ე­ბით, 200-ზე მეტი კლი­ნი­კაა ჩვენს ბა­ზა­ში. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან ბევ­რი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბაა, ვცდი­ლობთ, გარ­კვე­ულ რა­ო­დე­ნო­ბა­ზე შევ­ჩერ­დეთ და ამას­თან, მა­ღა­ლი ხა­რის­ხი ვა­კონ­ტრო­ლოთ, რათა უკ­მა­ყო­ფი­ლო არ­ცერ­თი პა­ცი­ენ­ტი არ დარ­ჩეს.

სხვა­თა­შო­რის, სა­მე­დი­ცი­ნო ბაზ­რის კვლე­ვის პრო­ცეს­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ ძა­ლი­ან ბევ­რი ახალ­გაზ­რდა ექი­მი, რომ­ლე­ბიც ცნო­ბი­ლე­ბი არ არი­ან, მაგ­რამ თა­მა­მად ვამ­ბობ, რომ გა­ცი­ლე­ბით მაღ­ლი დო­ნის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი არი­ან, ვიდ­რე ე.წ. VIP ექი­მე­ბის ნა­წი­ლი. რო­დე­საც რამ­დე­ნი­მე პა­ცი­ენტს გა­უ­ზავ­ნი ექიმს და იქი­დან ყვე­ლა კმა­ყო­ფი­ლი მო­დის, ეს ძა­ლი­ან ბევ­რს ნიშ­ნავს ჩვენ­თვის.

- ინ­ტე­რეს­დე­ბით თუ არა პა­ცი­ენ­ტე­ბის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბით და რამ­დე­ნად ით­ვა­ლის­წი­ნებთ მათ შე­ნიშ­ვნებს?

ირაკ­ლი ჩი­ტი­ა­ში­ლი: რა თქმა უნდა, ვინ­ტე­რე­სე­დე­ბით. ყო­ვე­ლი ვი­ზი­ტის შემ­დეგ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტებს ვუ­რე­კავთ და ვე­კი­თხე­ბით რამ­დე­ნად კმა­ყო­ფი­ლე­ბი არი­ან მომ­სა­ხუ­რე­ბით. იმი­ტომ, რომ მხო­ლოდ კარ­გი ექი­მი არ კმა­რა, მას პა­ცინტთან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბაც უნდა შე­ეძ­ლოს. შე­მიძ­ლია თა­მა­მად ვთქვა, რომ თით­ქმის 100%-მდე გავ­ზარ­დეთ კმა­ყო­ფი­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის რი­ცხვი და ვინც ჩვენ­თან რე­კავს, შე­მე­დეგ ისევ „მე­დი­ქო­ლის“ მომ­სა­ხუ­რე­ბით სარ­გებ­ლობს.

ვახ­ტანგ ალი­ო­ხი­ნი: გვქონ­და შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც კონ­კრე­ტულ კლი­ნი­კა­ში, ერთ ექიმ­თან 6 უკ­მა­ყო­ფი­ლო პა­ცი­ენ­ტი გა­მო­იკ­ვე­თა. ამის გამო, კლი­ნი­კას მივ­მარ­თეთ, რომ მის ჩახ­სნას ვა­პი­რებ­დით ბა­ზი­დან, რის შემ­დე­გაც კლი­ნი­კამ ის ექი­მი სა­ერ­თოდ გა­უშ­ვა.

- რო­გორ ფიქ­რობთ, ქვე­ყა­ნა­ში მსგავ­სი სერ­ვი­სის არ­სე­ბო­ბა რა­ტომ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი?

ირაკ­ლი ჩი­ტი­აშ­ვი­ლი: ვი­საც კი ექი­მი დაგ­ვჭირ­ვე­ბია, ყვე­ლა სა­ნაც­ნო­ბო­ში ვი­წყებთ ძებ­ნას, თუმ­ცა ხში­რად მათი გა­მოც­დი­ლე­ბა არ არის საკ­მა­რი­სი. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ­თან არ არ­სე­ბობს სტა­ტის­ტი­კა, რო­მე­ლიც კმა­ყო­ფი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით გა­მო­არ­ჩევს ექი­მებს. სწო­რედ ამი­ტომ, სა­ჭი­როა რომ მსგავ­სი სერ­ვი­სი არ­სე­ბობ­დეს, რათა პა­ცი­ენ­ტმა კომ­პე­ტენ­ტუ­რი კონ­სულ­ტან­ტე­ბის­გან მი­ი­ღოს მის­თვის სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია.

ეს პრო­ცე­სი კი ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად, 2 500 500-ზე მხო­ლოდ ერთი ზა­რით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ჩვე­ნი სერ­ვი­სი არ­სე­ო­ბა მი­ნი­მუ­მამ­დე ამ­ცი­რებს იმის რისკს, რომ არას­წორ ექიმ­თან მოხ­ვდე­ბი.

ამას­თან, ჩვენ ასე­ვე ძა­ლი­ან ბევ­რი ახა­ლი პრო­ექ­ტის და­ნერგვა­საც ვგეგ­მავთ, რაც კი­დევ უფრო გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს და გა­მარ­ტი­ვებს პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის სა­მე­დი­ნო სერ­ვი­სე­ბის მი­ღე­ბას.

რო­დე­საც ექიმ­თან მის­ვლის სა­ჭი­რო­ე­ბა ჩნდე­ბა, ეს უკვე დიდი დის­კომ­ფორ­ტია, რო­მე­ლიც მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა შემ­ცირ­დეს, ფი­ნან­სურ და­ნა­ხარ­ჯებ­თან ერ­თად. ამი­ტომ, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ, ექიმ­თან მი­სას­ვლე­ლი გზა გა­ვა­მარ­ტი­ვოთ და და­მა­ტე­ბი­თი ნერ­ვი­უ­ლო­ბა პა­ცი­ენ­ტებს თა­ვი­დან ავა­რი­დოთ.

ნინი ქეთელაური