პოლიტიკაში ქობულიას შემოსვლასთან ან აქტივობასთან დაკავშირებით არანაირი კონსულტაცია მასთან არ მქონია, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
კობერიძემ დღევანდელი შეხვედრაც შეაფასა და მას მნიშვნელოვანი უწოდა.
„მოვისმინეთ საკმაოდ მკაფიო დიაგნოზი ქართულ ეკონომიკასთან მიმართებაში თუ საიდან უნდა დავიწყოთ, საიდან უნდა იყოს ათვლის წერტილი იმ სწრაფი განვითარების, რაც ქვეყანაში აუცილებელია. მაგალითად, როცა ის ამბობს, რომ ქვეყანაში არის რეალურად 50%-იანი უმუშევრობა და არა 12%-იანი, როგორც ეს სტატისტიკის სამსახურის ციფრებშია ხოლმე მოცემული. ჩემთვის ეს უკვე ნიშნავს რეალური პრობლემების დანახვას და პროცესის დაწყებას“,- განაცხადა კობერიძემ.
გიორგი ქობულია პარლამენტში დეპუტატების კითხვებს 3 საათს პასუხობდა.