ბათუმს ახალი სკვერი შეემატება

ბათუმში, ხელოვნების უნივერსიტეტის მიმდებარედ, სკვერის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, სადრენაჟო სამუშაოები და ტერიტორიის მოშანდაკება უკვე დასრულებულია. ამ დროისთვის მიმდინარეობს შადრევნის დამონტაჟება, საპირფარეშოს მშენებლობა, ტერიტორიის მოპირკეთება და ბორდიურების მოწყობა.

მათივე ცნობით, სკვერის მშენებლობა მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და ივნისში დასრულდება. პროექტის ღირებულება 1 100 362 ლარს შეადგენს.