ანაკლია-განმუხურში წელს 6 მილიონ ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურა მოეწყობა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ანაკლიას ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული კაფე-რესტორნის სარეაბილიტაციო საუშაოები აქტიურად მიმდინარეობს - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ინფორმაციით, სამუშაოებისთვის 2 129 650 ლარია გამოყოფილი.

,,ასევე, განხორციელდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები. კერძოდ: რეაბილიტირდება ამფითეატრი; მოეწყობა ანაკლია-განმუხურის ბულვარში არსებული ველოსიპედის ბილიკები; მოეწყობა ანაკლია-განმუხურის ბულვარის ტერიტორიიდან, ზღვის სანაპირომდე ჩასასვლელი ბილიკები; სანაპირო ზოლზე მოეწყობა გასახდელები; ანაკლია-განმუხურის სანაპიროზოლზე სხვადასხვა სახის მრავალწლიანი ხე-მცენარეები დაირგო; რეაბილიტირდება საფეხმავლო ხიდი; ანაკლიის ბულვარში არსებული კალათბურთისა და ფეხბურთის მოედანი რეაბილიტირდება; რეაბილიტირდება განმუხურის ბულვარში არსებული ფეხბურთის მოედანი;

ანაკლია-განმუხურში წელს 6 მილიონ ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურა მოეწყობა” - ნათქვამია ინფორმაციაში.