2019 წლის I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.0 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.7 პროცენტით არის გაზრდილი. ამ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2019 წლის I კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 222.7 ათასი ვიზიტორი, რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 15.2%-ით არის შემცირებული.
საქსტატის ცნობით, 2019 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი, 35.8 პროცენტი, განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და ქვემო ქართლში.
„2019 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.6 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 2.2 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 47.4 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.3 მილიონი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პ როცენტით არის გაზრდილი.
2019 წლის I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.0 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.7 პროცენტით არის გაზრდილი.
საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 0.9 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 5.1 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
2019 წლის I კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 222.7 ათასი ვიზიტორი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც მთლიანი ვიზიტორების 21.4 პროცენტს შეადგენს და წარმოადგენს 24.3 პროცენტიან ზრდას 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა, 292.9 ათასი, აზერბაიჯანის მოქალაქეების მიერ განხორციელდა, რაც 3.0 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
2019 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 3.7 ღამე შეადგინა, რაც 2018 წლის I კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (4.3 ღამე) 14.4 პროცენტით ნაკლებია.
განხორციელებული ვიზიტების 79.5 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.
2019 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 1.2 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 15.2 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი წინა წელთან შედარებით 16.1 პროცენტით შემცირდა და 889.7 ლარი შეადგინა,“ - ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციაში.