Boeing -ს გასულ თვეს არც ერთი ახალი შეკვეთა აღარ მიუღია. შესაბამის ანგარიშს თავად კომპანია ავრცელებს. მას შემდეგ, რაც Boeing 737 Max -ის მონაწილეობით უკანასკნელ 5 თვეში ორი ავიაკატასტროფა მოხდა, რომელსაც ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსვერპლა, ავიაკომპანიებმა არა მხოლოდ 737 Max-ის შეკვეთა შეწყვიტეს, არამედ 787 Dreamliner-ისა და Boeing 777-ისაც.
თუმცა კომპანიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ახალ ბოინგზე დაკვეთები მას შემდეგაც კი ჰქონდათ, რაც რამდენიმე ქვეყანამ Boeing 737 Max-ის ფრენა დროებით შეაჩერა. უფრო კონკრეტულად მათ მარტში კატასტროფიდან რამდენიმე დღეში Lufthansa-მ Boeing 787-ის მოდელის 20 ახალი თვითმფრინავი შეუკვეთა, British Airways-მა კი 777X-ის 18 ახალი თვითმფრინავი.
აღსანიშნავია, რომ 737 Max-ის მოდელის გარდა ბოინგის არცერთი სხვა თვითმფრინავის მონაწილეობით ავიაკატასტროფა არ მომხდარა და უფრო მეტიც, უსაფრთხოებასთან დაკავშისრებული პრობლემებიც კი არ წარმოშობილა, თუმცა ერთი კონკრეტული მოდელის ავიაკატასტროფებში მონაწილეობამ, მთელი კომპანია დააზარალა.
Standard & Poor's-ის ტრანსპორტის სექტორის წამყვანი საკრედიტო ანალიტიკოსი ფილიპ ბაგალი მიიჩნევს, რომ ავიაკომპანიები ელიან, დაწევს თუ არა Boeing ფასებს თვითმფრინავებზე, 737 Max-ის შემთხვევის შემდეგ და სწორედ ამის გამო არ აკეთებენ შეკვეთებს.
მოამზადა სალომე აბულაშვილმა