"ზუგდიდში წელს ასობით დევნილი მიიღებს საცხოვრებელ ბინას"

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე დევნილთათვის კორპუსების მშენებლობის პროცესი მოინახულა.

მისი თქმით, ზუგდიდში მიმდინარე წლის შემოდგომიდან საცხოვრებელი ბინებით 720 ოჯახი დაკმაყოფილდება.

„ამ ქუჩაზე ექვსი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს და ჯამში 720 ოჯახი დაკმაყოფილდება მიმდინარე წლის შემოდგომიდან, შესაბამისი გრაფიკის მიხედვით. მნიშვნელოვანია, რომ სახეზეა აქტიური სამშენებლო პროცესი".

დევნილთათვის სახლების მშენებლობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ხორციელდება.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.