კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისი“ ისანში, დოდაშვილის ქუჩაზე ბუნებრივი აირის სუნის გავრცელებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისის“ ცხელ ხაზზეისნის რაიონიდან, დოდაშვილის ქუჩიდანშემოვიდა შეტყობინება გაზის ძლიერ სუნთანდაკავშირებით. მოქალაქის განცხადებით, საფრთხის თავიდან აცილების მიზნით კორპუსსელექტროენერგიის მიწოდებაც შეუწყდა.
ადგილზე მისული სწრაფი რეაგირების ჯგუფისმიერ აღნიშნული კორპუსის შემოწმებისასბუნებრივი გაზის გაჟონვა არ დაფიქსირდა. შემოწმების შედეგად დადგინდა რომსაცხოვრებელი კორპუსის მიმდებარეტერიტორიაზე დაიღვარა თხევადი გაზი. კომპანია„ყაზტრანსგაზ თბილისი“ მოსახლეობასგამოჩენილი სიფრთხილისთვის მადლობას უხდის, - ნათქვამია „ყაზტრანსგაზ თბილისის“ განცხადებაში.