გასული დღე-ღამის განმავლობაში ბიტკოინის საშუალო გაცვლითი კურსი 13%-ით გაუფასურდა და ერთ კრიპტოვალუტაზე 7 174,93 დოლარამდე იკლო.
ამის შესახებ პორტალ Coinmarketcap-ის მონაცემებიდან ვიგებთ.
ამავე პორტალის მიხედვით, ბიტკოინის ბაზრის კაპიტალიზაციამ 127,65 მილიარდი დოლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ბიტკოინის ფასმა მნიშვნელოვანი ზრდა დაიწყო მაისში და მისმა ღირებულებამ 8 ათას დოლარს მიაღწია.