აშშ-ის ხელისუფლება არ მოითხოვს იაპონიისგან შეამციროს ავტომობილების მიწოდების მოცულობა შტატებში.
ამის შესახებ იაპონიის ეკონომიკის მინისტრმა ტოსიმიცუ მოტეგიმ განაცხადა.
სააგენტო „კიოდოს“ ინფორმაციით, აღნიშნული პოზიციის შესახებ იაპონია-ამერიკის სავაჭრო მოლაპარაკებებში ამერიკის წარმომადგენელმა რობერტ ლეიტჰაიზერმა იაპონურ მხარესთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც ცნობილია ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ საჯაროდ გამოხატა მისი უკმაყოფილება იაპონიასთან ვაჭრობაში დეფიციტის შესახებ, რომელიც 70 მილიარდ დოლარს აღწევს და მისი ადმინისტრაციის წევრებისგან ამ სიტუაციის გამოსასწორებლად ზომების გამოძებნას ითხოვდა. ამ დროისთვის ქვეყნები აწარმოებენ მოლაპარაკებებს სავაჭრო საკითხებში. მანამდე კი დონალდ ტრამპმა გამოთქვა იმედი, რომ ქვეყნები მის იაპონიაში ვიზიტამდე შეთანხმდებოდნენ.