ტრამპმა თურქეთის სავაჭრო საშეღავათო რეჟიმი გააუქმა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 17 მაისიდან გააუქმა თურქეთისთვის აქამდე მოქმედი სავაჭრო საშეღავათო რეჟიმი და ის განვითარებადი ქვეყნების სიიდან ამოიღო, რომელთა ბენეფიციარები სარგებლობდნენ ე.წ. იმპორტზე პრეფერენციებით.

ამის შესახებ თეთრი სახლი იუწყება.

„მე მივედი დასკვნამდე, რომ, თურქეთის ეკონომიკური განვითარების გათვალისწინებით, მიზანშეწონილი იქნება 17 მაისიდან ამ ქვეყნის განვითარებადი ქვეყნების სიიდან ამოღება“ - მოჰყავს ტრამპის სიტყვები თეთრ სახლს. შესაბამისად, ვაშინგტონი წყვეტს განსაკუთრებულ საშეღავათო სავაჭრო რეჟიმს ანკარასთან.

განცხადებაში წერია, რომ პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ კონგრესსა და ანკარას უკვე ამცნო.

მანამდე ამერიკის ხელისუფლება იუწყებოდა, რომ აპირებდნენ თურქეთის იმპორტზე პრეფერენციების პროგრამიდან ამოღებას, ვინაიდან შეშფოთებულნი იყვნენ ანკარას მხრიდან მასზე წვდომის კრიტერიუმებით. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, თურქეთმა ამერიკიდან იმპორტირებულ 1,78 მილიარდის საქონელზე საბაჟო ტარიფი ასწია.

კოკა კვირკველია